ქართველი ძიუდოისტი ნესტორ ხერგიანი კოალიცია „ქართულ ოცნებას" შეუერთდა და პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრი გახდა.
შეგახსენებთ: ნესტორ ხერგიანი ევროპის ორგზის ჩემპიონია. ის არის 2007 წლის ძიუდოს მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანი; ვერცხლის მედალი მოიპოვა ასევე 2004 წლის ათენის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ძიუდოში. არის 2004 წლის სიდნეის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალის მფლობელი, ევროპის ჩემპიონი სამბოში, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის პრიზიორი.