"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი "თელასის" ყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
,,მე არც ერთის დადასტურება არ შემიძლია. მე საერთოდ, წინასწარი განცხადებები არ მიყვარს. ბიზნესშიც არ არის ეს მიღებული. შეიძლება სადღაც რაღაც ჩემმა ოფისმა ინტერესი გამოთქვა, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს", _ განაცხადა,,სტუდია სპექტრის" დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ: შეგახსენებთ, "ქრონიკა" 21 მაისი ნომერში სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ "ბიძინა ივანიშვილმა თავისი რუსული ბანკი კი არ გაყიდა, "თელასში" გადაცვალა და შემოდგომიდან თბილისში დენის ფასი 6 თეთრი იქნება, სოციალურად დაუცველთათვის კი 4 თეთრი".
21 მაისს კომენტარი გააკეთა კომპანია "ინტერ რაო ეესის" პრესმდივანმა ნიკოლაი გორელოვმა. მან 'ჯი-ეიჩ*-ენთან" საუბარში უარყო ინფორმაცია, თითქოს "თელასის" წილი ბიძინა ივანიშვილმა იყიდა
"მე შემიძლია გითხრათ მხოლოდ ერთი, რომ "ინტერ რაო ეესი"თელასის 75 %-ს ფლობს, როგორც ადრე. არ ვადასტურებ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს "თელასის" წილი ბიძინა ივანიშვილმა იყიდა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გორელოვმა.