სამოქალაქო მოძრაობა „ქართულ-აფხაზური და ოსური სახლის" ლიდერმა, პროფესორმა ნესტან კირთაძემ, სტრასბურგში ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში, შეხვედრები გამართა.
როგორც "ჯი-ე-ჩ-ენს" კირთაძემ განუცხადა. ევროსაბჭოს დირექტორატს მან სამშვიდობო მოძრაობის მიზნები პროექტები წარუდგინა და შესთავაზა, რომ „ქართულ-აფხაზური და ოსური სახლი" აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ევროსაბჭოს სამოქალაქო მოძრაობების ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში და გახდება სამოქალაქო კოორდინატორი საქართველოდან .
"ევროსაბჭოს ინსტიტუციები დიდი ინტერესით შეხვდნენ „ქართულ-აფხაზური და ოსური სახლის" , საქმიანობას და განიხილეს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის პატრონაჟის შესაძლებლობები მოძრაობის ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებაში", - განაცხადა კირთაძემ.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის სტრასბურგის სასესიო კვირის დაძაბული დებატების მიუხედავად, მან შეხვედრები ევროპარლამენტის დეპუტატებთან გამართა.
კონკრეტული გადაწყვეტილებითა და შედეგით დასრულდა შეხვედრა ევროპარლამენტის წევრთან, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომისიის ვიცე-თავმჯდომარესთან კშიშტოფ ლისეკთან.
„ამ დროში თქვენი ინიციატივა წარმოადგნეს გასაღებს მშვიდობის განვითარებისთვის რეგიონში", -აღნიშნა შეხვედრაზე ბ-მა ლისეკმა და სრული მხარდაჭრა აღუთქვა სამოქალაქო მოძრაობა „ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის" მიზნებსა და ამოცანებს.
"შევთანხდით, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, ბრუსელში, ევროპარლამენტში „ქართულ-აფხაზური და ოსური სახლის" კონცეფციისა და სამშვიდობო ინიციატივების საფუზველზე, გაიმართება დიალოგი კონფლიქტის ყველა მხარის მონაწილეობით . მათ შორის ევროპარლამენტში გამართულ მხარეთა დიალოგში ჩაერთვება რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობაც. ამ საერთაშორისო, სამშვიდობო დიალოგის მასპინძელი ევროპარლამენტი იქნება.
მეტიც, ევროპარლამენტის მხარდაჭერით „ქართულ-აფხაზური და ოსური სახლი" გახდება აღიარებული, უნიკალური პლატფორმა დიალოგისა და თანამშრომლობისათვის მთელს რეგიონში", - აღნიშნა კირთაძემ.
ევროპარლამენტის დეპუტატებმა პროფესორი ნესტან კირთაძე ბიზანტიური და მართლმადიდებლური კულტურისა და ხელოვნების ექსპოზიციის გახსნაზე მიიპატიჟეს, სადაც მას შეხვედრები ქონდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნების სამეცნიერო და აკადემიური წრეების სარმომადგენლებთან .
ნესტან კირთაძე ოფიციალურ შეხვედრებს ბრიუსელში განაგრძობს.