საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა.
ოლანდი ქაბულში რამდენიმე საათით ჩავიდა და იქ ბაზირებული საფრანგეთის ჯარისკაცები მოინახულა.
ოლანდთან ერთად ქაბულში თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, მას სურს ავღანეთიდან საფრანგეთის საჯარისო ნაწილები 2012 წლის ბოლოსთვის გაიყვანოს.
საფრანეთის ექს-პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ჯარების გაყვანის ვადად 2013 წლის ბოლოს ასახელებდა.