დღეს, 25 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის მორიგი მრგვალი მაგიდა გაიმართება.
შეხვედრის თემა იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის გაწევა. შეხვედრაში მონაწილეობენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების - საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოს (თI), ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა (GYLA) და ციხის საერთაშორისო რეფორმის (PღI) წარმომადგენლები.
წარმოდგენილი იქნება წინა მრგვალი მაგიდის თემის მიხედვით ცესკოს მიერ შექმნილი სარეკომენდაციო დოკუმენტი, რაც მრგვალი მაგიდის მონაწილეებს გაეცნოთ და საშუალება ექნებათ საკუთარი კომენტარები წარმოადგინონ დოკუმენტთან მიმართებაში
მრგვალ მაგიდებს ორგანიზებას უწევს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IღI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც მოდერატორობას უწევს ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" აღამსრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა.