25 მაისს 13:30 საათზე, ბანკ "რესპუბლიკის" სათავო ოფისში გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც ბანკის გენერალური დირექტორი კრისტიან კარმანიოლი ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით ჩატარებული ტრეინინგის ყველა მონაწილეს გადასცემს დიპლომს.
ბანკი "რესპუბლიკა" წარმატებით განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესის მომსახურებას და განვითარების ხელშეწყობას, მათ მოთხოვნაზე მორგებული საბანკო პროდუქტებისა და პირობების შეთავაზებით.
ამ მიზნით, 16 თებერვლიდან 31 მარტამდე "რესპუბლიკამ" განახორციელა აქცია სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელთათვის - ბიზნესსესხი წლიური 12%-იდან. აქციის პირობებით დაბალ საპროცენტო განაკვეთთან ერთად, მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ მათ ბიზნესსაჭიროებაზე მორგებული სესხის დაფარვის გრაფიკით და 12 თვემდე საშეღავათო პერიოდით.
მცირე და საშუალო ბიზნესის ხელის შეწყობის და განვითარების მიზნით, აგრეთვე
არსებული მომხმარებლის და მათივე ბიზნესის უფრო ეფექტურად წარმართვაში ხელის
შესაწყობად, "რესპუბლიკამ" გადაწყვიტა ყველა იმ კომპანიას, რომელმაც აქციის
ფარგლებში აიღო სესხი, მონაწილეობა მიეღო ბანკის მიერ ორგანიზებულ უფასო
სემინარში ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით. სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა
გაიღრმავეს ცოდნა შემდეგ საკითხებში: ბიზნესის მართვა, რისკების მართვა, ადამიანური
რესურსების მართვა, ხარისხის მართვა, კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოების
ხელოვნება, მარკეტინგი და საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომერციული გარიგებების
წარმოება. ტრეინინგს პროფესიონალი და გამოცდილი კადრები უძღვებოდა. აღნიშნულ
სემინარზე დასწრება შეეძლოთ როგორც თავად ბიზნესის დამფუძნებლებსა და მენეჯმენტის წარმომადგენლებს, ასევე მათივე არჩევნით ნებისმიერ მათ თანამშრომელს.