2012 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია არიან თურქეთი (453 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (382 მლნ. აშშ დოლარი) და გერმანია (235 მლნ. აშშ დოლარი).
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 154 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მთელი ექსპორტის 21 პროცენტი. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 72 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში - 10 პროცენტს. მესამე ადგილზე თხილის ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 46 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2012 წლის იანვარ-აპრილში კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები რჩება, რომლის იმპორტმა 276 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 12 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 212 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალ¬ბა¬დების ჯგუფი დარჩა 114 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი).