Аir France პერსონალს ამცირებს. ივლისის დასაწყისიდან ფრანგული უმსხვილესი გადამზიდავი თანამშრომელთა რაოდენობას 3 ათასით შეამცირებს, რასაც ანალიტიკოსები ხარჯების შემცირებას უკავშირებს. ფრანგი ექსპერტების გათვლებით, ოპტიმიზაციის ხარჯზე კომპანია 3 წლის განმავლობაში 2 მლრდ დოლარს დაზოგავს. თავად Аir France-ის მენეჯმენტი, კადრების შემცირების ფაქტს ამ ეტაპზე უარყოფს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, Аir France-ის 3 ათასამდე თანამშრომელი განტავისუფლების შესახებ განცხადებას ”საკუთარი ინიციატივით” დაწერს და კომპანიის მენეჯმენტს სამსახურიდან გაშვებას სთხოვს.
უკვე ცნობილია, რომ კადრების ოპტიმიზაციას გეგმავს ავსტრალიური ავიაგიგანტი Qantas-იც, რომელიც კადრების შემცირების ხარჯზე წელიწადში 100 მლნ დოლარს დაზოგავს.
მასალის გამოყენების პირობები