დღეს, 24 მაისს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N21, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა.
სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა სამ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.00 პროცენტი, მაქსიმალური 6.12 პროცენტი, ხოლო საშუალო შეწონილი 6.01 პროცენტით განისაზღვრა.