რუსეთის დუმის დეპუტატი ალექსეი მიტროფანოვი სისხლის სამართლის საქმეში გარეული აღმოჩნდა. გამოძიების ვერსიით, პარლამენტარი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა თაღლითურ სქემაში, რომლის მიზანიც იყო 200 ათასი აშშ დოლარის მიღება დედაქალაქელი მეწარმისაგან. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
აფერაში ჩართული იყო "სოლნცევსკაიას" ცნობილი დამნაშავეობრივი დაჯგუფება. კომერსანტი ნაბდიტებთან საქმის გარჩევას სასამართლოს გზით შეეცადა, კონკრეტულად კი მას ამ დავის გადაყწვეტას ფულადი ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ შეჰპირდნენ.
"გამოძიებას აქვს ვიდეოჩანაწერი, რომელზეც დეპუტატი უთანხმდება მეწარმეს საარბიტრაჟო სასამართლოში დახმარების სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის მიღებაზე", _ აცხადებს პოლიციაში არსებული წყარო.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიტროფანოვს ამ დამნაშავეობრივ სქემაში შუამავლის როლი ჰქონდა დაკისრებული და იგი საკითხის გადაწყვტის "გარანტიებს" იძლეოდა.
"მეწარმემ ფულის გადახდაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა ამავე დროს პოლიციაში განცხადება დაწერა და შეხვედრაზე უკვე დანიშნული ფულით გამოცხადდა", _ აცხადებს წყარო.
მას შემდეგ რაც ფული გადაცემული იყო და ეს თანხა ორ მილიონ რუბლზე მეტს შეადგენდა პოლიციელებმა ორი ბოროტმოქმედი დააკავეს. ისინი აღმოჩნდნენ: ინგუშეთში დაბადებული რაშიდ სუტიევი, სასამართლო მანდატური ალი კოდზოევი და დეპუტატის თანაშემწე ალექსანდრე დერევშიკოვი. თავად მიტროფანოვი კი იმიტომ ვერ დააპატიმრეს, რომ მას დეპუტატის იმუნიტეტი აქვს.
"აღძრულია სისხხლის სამართლის საქმე და ამ საქმის ფიგურანტები ამჟამად გაუსვლელობის ხელწერილის ქვეშ იმყოფებიან", _ აცხადებენ პოლიციაში.
ამასთან ერთად, უპარტიო დეპუტატი აცხადებს, რომ მისთვის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ცნობილი არაფერია.
"პირველად მესმის", - განაცხადა მიტროფანოვმა რუსულ მედიასთან სატელეფონო კომენტარის გაკეთებისას. აღსანიშნავია, რომ მიტროფანოვის შემოსავალი, საბუთების მიხედვით, ერთ მილიონ რუბლზე ოდნავ მეტია, ხოლო მის მეუღლესა და შვილებს შემოსავალი არ აქვთ.