ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისათვის,, თავმჯდომარე დიმტირი ლორთქიფანიძე ხელისუფლებას ქვეყანაში დემოგრაფიული სურათის მიზანმიმართულად შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებს.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, საქმე ეხება პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეების სტატუსთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად, პირმა საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილება უნდა დაადასტუროს. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს საჯარო სამსახურში ხელშეკრულების საფუძველზე, დასაქმების შესაძლებლობაც ეძლევათ.
ლორთქიფანიძის განცხადებით, თანამემამულის სტატუსის მიღებას შეძლებენ არა მხოლოდ წარმოშობით ქართველები, არამედ ჩერქეზები, დაღესტნელები, ყაბარდოელები, ჩეჩნები, ინგუშები, ადიღეელებს და ა.შ., რომლებიც ასევე შეძლებენ საქართველოში იმუშაონ საჯარო სექტორში.
დეპუტატის შეფასებით, ეს შესაძლებლობები პირდაპირ არის მიმართული დემოგრაფიული პროცესების ცვილებისკენ, რაც ხელისუფლების მიზანია.
,,ხელსუფლებსითვის, რომელიც პოლიტიკური სიცოცხლის გახანგრძლივებას აპირებს, ქართული ეთნო-ფსიქოლოგიური თავისებურებები პოლიტიკური მართვის პროცესებში, სერიოზული პრობლემაა. ამ პრობლემის ასაცილებლად ცდილობს შეცვალოს დემოგრაფიული პლაზა და ქართველი მონოეთნიკური ერის, პოლიტიკურ ერად გადაქცევას ცდილობს", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ და დასძინა, რომ ეს მიზნები შესაძლოა ლაზიკის პროექტთანაც იყოს კავშირში.