კოლიცია ,,ქართული ოცნების" ლიდერები ლევან ბერძენიშვილი, ირაკლი ალასანია, გუბაზ სანიკიძე ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივებთან შეხვედრაზე კოლიციის ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს კოალიციის სოციალურ პრიორიტეტებზე, ჯანდაცვისსა და სოფლის მეურნეობის საკითხებზე.
ირაკლი ალასანიამ ოზურდეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მინიმალური პენსია საარსებო მინიმუმის შესაბამისად განისაზღვრება და პენსიონერს არანაკლებ 220 ლარის ოდენობის პენსია ექნებათ.
შეხვედრაზე კოალიციის ლიდერებმა ასევე ისაუბრეს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებზე.
ადგილობრივ მოსახლეობას „ქართული ხმების" წევრმა, თემურ ჭკუასელმაც მიმართა.