პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ჩიკაგოში გამართულ ნატოს სამიტთან დაკავშირებით დღეს მთავრობის სხდომაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ნატოში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა.
"ჩემი აზრით, ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბჯი საქართველოს მიერ გადაგმული. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასპირანტი ქვეყანა გახდა სამ ბალკანურ ქვეყანასთან ერთად. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველომ ნატოს სამიტის ფარგლებში სამივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა : ნატო პლუს წევრები, ნატო-ასპირანტები; ნატო-ავღანეთის მისიის წევრები", - განაცხადა გილაურმა.
პრემიერ-მიისტრის თქმით, სამიტზე მნიშვნელოვანი იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გაცხადება, სადაც მან განაცხადა, რომ ჩიკაგოს სამიტი არის ბოლო სამიტი, სადაც ნატოს წევრების რაოდენობა არ გაიზრდება.
"სამომავლოდ, ნატოს წევრების რაოდენობა გაიზრდება და აქცენტი ასპირანტ წევრებზე გაკეთდება, რომელთა შორის ერთ-ერთი საქართველოა", - განაცხადა გილაურმა.