რუსეთის ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც "ამნესტი ინტერნეშენელმა" სინდისის პატიმრებად აღიარა - ალექსეი ნავალნი და სერგეი უდალცოვი გაათავისუფლეს. მათ 15-დღიანი პატიმრობა მოიხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
უდალცოვს განთავისუფლებისას 100 მდე ადამიანი დახვდა. მას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. განთავისუფლებისას უდალცოვმა განაცხადა, რომ მის უახლოეს გეგმენში შედის მისი 15-დღიანი პატიმრობისა და მისთვის წაყენებული ბრალდევბის გასაჩივრება, რომლის მიხედვითაც მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. ულადცოვი ამ ბრალდებას უსამართლოდ მიიჩნევს.
"ამას ევროსასამართლოშიც კი გავასაჩივრებ", _ განაცხადა მან განთავისუფლებისას და აღნიშნა, რომ იგი პირდაპირ არბატზე განლაგებულ ოპოზიციის ბაკანში წავა.
"ახლა არბატზე წავალ და იქ მყოფ აქტივისტებს მივესალმები", _ განაცხადა უდალცოვმა.