რუსეთში ვლადივოსტოკში სექტემბერში დაგეგმილ ,,აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის სამიტზე ჰილარი კლინტნი ჩავა, _აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მრჩეველმა ბენ როცმა განაცხადა.
მისივე თქმით, შესაძლოა, სამიტზე აშშ სხვა წარმომადგენლებიც ჩავიდნენ, თუმცა უკვე გადაწყვეტილია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სამიტს დაესწრება.
შეგახსენებთ, ვლადივასტოკში დაგეგმილ ,,აზია-წყნარი ოკეანის" თანამშრომლობის სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უნდა ჩასულიყო, თუმცა მან დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
თეთრი სახლის წარმომადგენლები, ვიზიტის გაუქმების მიზეზად იმას ასახელებენ, რომ იმ დროს როდესაც სამიტია დაგეგმილი ამერიკაში წინაარჩევო კამპანია ყველაზე აქტიურ ფაზაშია.