რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ბაღდადში ციხეში იმყოფებიან, სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. რუსული მედიის ინფორმაციით, ასევე არის მცდელობა ისინი ჯაშუშობაში დაადანაშაულონ.
მათივე ინფორმაციით, რუსეთის სამ მოქალაქეს ციხეში ფიზიკურად უსწორდებიან.
"ჩვენ დავიკავშირდით რუსეთის ელჩს ეყაყში. მან გვითხრა, რომ თითქოს ერაყის ხელისუფლებას დაუკავშირდა, ყველაფერი რიგზეა და ბიჭებს მალე მათთან საელჩოში მიიყვანენ. თუმცა მას შემდეგ, იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს და მას ვერ ვუკავშირდებით. ამის შემდეგ დაკავებულთაგან ერთ-ერთმა ოლეგმა ჩვენთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების გამოგზავნა შეძლო შინაარსით : " SOS! " ჩვენ დაგვადანაშაულეს ჯაშუშობაში, გვემუქრებიან სიკვდილით დასჯით და გვცემენ. გვადანაშაულებენ ასევე ვიზის გაყალბებაში". არადა, მათ ვიზები ოფიციალურად მიიღეს ყველა ქვეყნისათვის", _ აცხადებს ერთ ერთი დაკავებულის ნათესავი.
შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, გუშინ, ცნობილი გახდა, რომ რუსი მოტოციკლეტების ოთხკაციანი ჯგუფი, რომლებიც აზიის ქვეყნებში მოგზაურობდნენ, სავიზო რეჟიმის დარღვევის ბრალდებით ერაყის ციხეში მოხვდა.
მოტოციკლეტისტები თავიანთი ტურნეს ფარგლებში უკვე იმყოფებოდნენ თურქეთში და ირანში, ხოლო ერაყში ისინი დააკავეს. მათ ასევე განზრახული ჰქონდათ პაკისტანისა და ავღანეთის მონახულება. ისინი სამხედრო ციხეში იმყოფებიან.