2012 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავში¬რის ქვეყნებთან 901 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 37 პროცენტით მეტია.
საქსტატუის მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 138 მლნ. აშშ დოლარი იყო (14 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 763 მლნ. აშშ დოლარი (43 პროცენტით მეტი).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 29 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 19 პროცენტი და იმპორტში 32 პროცენტი. (2011 წლის იანვარ-აპრილში - შესაბამისად 25, 18 და 27 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 37 პროცენტი (2011 წლის იანვარ-აპრილში _ 31 პროცენტი).