2012 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანი-ზებული ვაჭრობის გარეშე) 3124 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია;
საქსტატის მონაცემებით, ამ მაჩვენებლიდან ექსპორტი 726 მლნ. აშშ დოლარი იყო (11 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 2397 მლნ. აშშ დოლარი (20 პროცენტით მეტი).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-აპრილში 1671 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.