დუშეთის რაიონში, არყალის ხევში 24 წლის გარსევან გოგოჭურის ცხედარი იპოვეს.
გარდაცვილი ხევის წყალმა ნაპირზე გამორიყა.
24 წლის ახალგაზრდა სოფელ ვეძადხევის მცხოვრებია. მას ოჯახი და თანასოფლელები 24-საათის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ, რის შემდეგ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს მიმართეს.
ამ დროისთვის, ცხედარი თბილისის პროზექტურაშია გადმოსვენებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას მცხეთა-მთიანეთის პოლიცია აწარმოებს.