ბაღდადში საერთაშორისო "ექვსეულსა" და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
"ექვსეულის" (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი, გერმანია) და ირანის დიპლომატებმა ვერ შეძლეს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კომპრომისული შეთანხმების მიღწევა.
ირანელმა დიპლომატებმა მოლაპარაკებებისას განმარტეს, რომ ურანის გამდიდრება ამ ქვეყნის უფლებაა, რომელიც განხილვას არ ექვემდებარება.
მათივე განმარტებით, "ექვსეულმა" მოლაპარაკებების მაგიდაზე ვერ დადო ახალი წინადადებები და ინიციატივები.
ექსპერტები აცხადებენ, რომ წარმატების მიღწევა ამ მოლაპარაკებებში თითქმის შეუძლებელია, რადგან არც ერთი მხარე ერთმანეთს არ ენდობა.
შეგახსენებთ, რომ დასაველთი ირანისგან ურანის გამდიდრების შეწყვეტას მოითხოვს რადგან მიიჩნევს, რომ თეირანი მას სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებს. თავის მხრივ თეირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან ხასიათს ატარებს.
მასალის გამოყენების პირობები