აშშ და იაპონია მსოფლიო ეკონომიკას ზურგით მიათრევენ, - ამის შესახებ ნათქვამია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანგარიშში.
მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდა, 2011 წელთან შედარებით 3,4 %-მდე დაეცა. თუმცა იმავდროულად, 2013 წლის პროგნოზით მსოფლიო ეკონომიკა 4,2 %-მდე გაიზრდება, - აღნიშნულია ანგარიშში, რომელსაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია წელიწადში 2-ჯერ აქვეყნებს.
34 ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში არიან გაწევრიანებულნი, მიმდინარე წელს დაეცემა. ამ ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2012 წელს 1,6%-სა და1,8%-ის ფარგლებში იქნება, თუმცა 2013 წლისთვის 2,2 %-მდე გაიზრდება. ორგანიზაციის ექსპერტები წელს ევროპაში ნულოვან ეკონომიკურ ზრდასაც წინასწარმეტყველებენ.