მსოფლიოს მასშტაბით, ახალგაზრდებს შორის უმუშევრობამ 40 % ანუ 75 მლნ ადამიანი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
"2011 წლის ბოლოს ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის მაჩვენებელი 12,6 %-ი იყო, თუმცა დღეისათვის ამ მაჩვენებელმა 40 %-ი ანუ 75 მლნ ადამიანი შეადგინა", - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებს შორის უმუშევრობა ბოლო ცხრა წლის ყველაზე გლობალური პრობლემაა, რაც, თავის მხრივ, კიდევ ეკონომიკურმა კრიზისმა უფრო გააღრმავა.