ბათუმს ისრაელის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები სტუმრობენ. ისრაელის ტურისტული კომპანია "Eshet Tours"-ის 30 წარმომადგენელი რეგიონს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ წარმოებულ სარეკლამო კამპანიის ფრგლებში ესტუმრა. ჯგუფის წევრი ტუროპერატორები რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაცნობის შემდეგ ბათუმს, როგორც ახალ ტურისტულ მიმართულებას, პოპულარიზაციას გაუწევენ. ისრაელთან მსგავსი კამპანია ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო და ჩარტერულ ფრენებთან ერთად რეგიონს უამრავი ებრაელი ტურისტი სტუმრობდა. წელს მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, რასაც მოწმობს ის ფაქტიც, რომ ივნისის ჩათვლით თელავივი-ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენის ყველა ბილეთი გაყიდულია.
ბათუმის აეროპორტი 24 მაისს, 16:00 საათზე, ისრაელიდან სეზონის პირველ ჩარტერულ ფრენას უმასპინლებს, რომელიც თან 120 ტურისტს ჩამოიყვანს. რეგულარული ფრენები კვირაში ერთხელ ოქტომბრამდე გაგრძელდება.