დღეს, 23 მაისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 26 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.690 პროცენტით, მაქსიმალური 6.770 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.715 პროცენტით განისაზღვრა.