რუსულმა თვითმფრინავმა "ან-30"-მა ჩეხეთის ქალაქ ჩასლავის აეროდრომზე ავარია განიცადა და მას ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტის შედეგად დაჭრილია 19 ადამიანი, რომელთა უმრავლესობაც მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონალური სამაშვილო სამსახურის პრესსამსახურის უფროსი პეტრ მახა ავრცელებს.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაჭრილია სამი- ექვსი ადამიანი.
ჩეხეთის გენშტანბის პრესსამსახურის უფროსის იანა რუჟუჩკოვას ინფორმაციით, რუსული ლაინერის ბორტზე 23 ადამიანი იმყოფებოდა - 14 რუსი და 9 ჩეხი სამხედრო მოსამსახურე.
"მანევრის დროს, როდესაც ლაინერი დაშვებაც ცდილობდა მას ცეცხლი გაუჩნდა", _ აცხადებს ჩეხეთის გენშტაბის პრესსამსახური.
მასალის გამოყენების პირობები