„რომპეტროლ საქართველოს" 7 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მომხმარებლებს თბილისის ბენზინგასამართ სადგურებზე კომპანიის სათაო ოფისის თანამშრომელები ემსახურებიან.
კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, იუბილესთან დაკავშირებით, კომპანიის სათაო ოფისის 60 თანამშრომელი, მათ შორის კომპანიის გენერალური დირექტორი ნურკენ მურზაგალიევი მომხმარებლებს პირადად ემსახურება და თბილისის ბენზინგასამართ სადგურებზე თავად უსხამს საწვავს.
„ჩვენი კომპანია უკვე 7 წელია საქართველოს ბაზარზეა და წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას. ამ დროის განმავლობაში უამრავი ერთგული მომხმარებელი შევიძინეთ და ახლა მათ მიმართ მადლიერების და პატივისცემის გამოხატვის მიზნით გვსურს თავად მოვემსახუროთ მათ ბენზინგასამართ სადგურებზე. მიგვაჩნია, რომ ჩვენი კომპანიის წარმატება საქართველოს ბაზარზე, სწორედ მომხმარებლის დამსახურებაა და ამიტომაც მუდმივად ვცდილობთ შევთავაზოთ მათ კომფორტული გარემო და კონკურენტუნარიანი ფასები. პირადად მე, დიდი სიამოვნებით ვემსახურები ჩვენს მომხმარებელს, როგორც კომპანიის რიგითი წევრი, თავად ვუსხამ საწვავს და პირადად ვუსმენ მათ მოსაზრებებს კომპანიის შესახებ,"-აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს" გენერალური დირექტორი ნურკენ მურზაგალიევი.
იუბილეს ფარგლებში, მიმდინარე აქციისთვის კომპანიამ შექმნა საგანგებო გრაფიკი, რომლის მიხედვითაც სათაო ოფისის თანამშომლები ბენზინგასამართ სადგურებზე ჩამსხმელებად მორიგეობით მუშაობენ. სხვადასხვა დროს, თბილისის ნებისმიერ ბენზინგასმართ სადგურზე, მომხმაებელს შეუძლია ავზი სათაო ოფისის წარმომადგენელს შეავსებინოს და პირადად გაესაუბროს მათ.
ამასთანავე, კომპანიის სათაო ოფისის თანამშროლები მომხმარებლები „რომპეტროლისა" და „ARAY Tomorrow"-ს ერთობლივი აქციის ვაუჩერებსაც ურიგებენ. შეგახსენებთ, რომ მომხმარებელი „რომპეტროლის" ბენზინგასამართ სადგურებში 10, 25 ან 50 ლიტრ საწვავს ჩასხამისას, საჩუქრად „ARAY Tomorrow"-ს 20, 50 და 100 ლარიან ვაუჩერს იღებს. მიღებული ვაუჩერის საშუალებით კი მათ შეუძლიათ მიმართონ „ARAY Tomorrow"-ს მაღაზიათა ქსელის ნებისმიერ ობიექტს და ვაუჩერი სასურველი ნივთის შეძენისას ფასდაკლებისათვის გამოიყენონ.
ტრანსნაციონალური კომპანია "რომპეტროლი" საქართველოს ბაზარზე ექვს წელიწადზე მეტია მოღვაწეობს და სადღეისოდ ქვეყნის ნავთობბაზარზე ევრო სტანდარტის საწვავის უმსხვილეს მომწოდებელს წარმოადგენს."რომპეტროლ ჯგუფის" მთავარი ოფისი ამსტერდამში მდებარეობს და ამჟამად მსოფლიოს 20 ქვეყანაში 50-მდე კომპანიას აერთიანებს.