ქართველებისათვის ყველაზე პოპულარული "ნოკიას" ტელეფონებია. "ეისითის" მონაცემებით, თბილისელებს ჯერაც არ განელებიათ "ნოკიას" სიყვარული და მათი 51%-ი სწორედ ამ ბრენდის მობილურს ფლობს.
"სამსუნგი" ბევრად ჩამორჩება კონკურენტს, მისი პროდუქციით დედაქალაქის მცხოვრებთა მხოლოდ 15%-ი სარგებლობს.
სქესის ჭრილში განხილვისას, პრეფერენციები შედარებით განსხვავებულია "სამსუნგისა" და "სონი ერიქსონის" ტელეფონების შერჩევისას. "სამსუნგის" მობილურებს უპირატესობას ანიჭებს ქალბატონთა 18%-ი და მამაკაცთა 11%,-ი, ხოლო "სონი ერიქსონს" ფლობს ქალების 5%-ი, ხოლო მამაკაცების 10%-ი.
საკმაოდ საინტერესო ფაქტია ისიც, რომ "ბილაინის" ბრენდირებული ტელეფონებიც პოპულარულია თბილისში, რაც შესაძლოა კომპანიის სპეციალური შეთავაზების და შეღავათიანი ფასის მომხიბვლელობით აიხსნას.
Iphone-ის მოყვარილები ძირითადად 18-29 წლის ასაკობრივ კატეგორიაში აღმოჩდნენ, ჯამში Iphone-ის მომხმარებლების რაოდენობა მხოლოდ 3%-ია. შესაძლოა Apple-ის ტელეფონები გაცილებით მეტ მოქალაქესაც ხიბლავდეს, მაგრამ ამ ბრენდის პროდუქცია საკმაოდ ძვირია.
2011 წლის მონაცემებით, მსოფლიოს ბაზარზე ისევ "ნოკია" ლიდერობს, თუმცა 2010 წლის შემდეგ შესამჩნევად შეუსუსტდა პოზიციები. IDC (International Data Corporation)- ის მონაცემებით, ბაზრის 26,6% ნოკიას უჭირავს; 22,8 - სამსუნგს; 8,7 - Apple; 4,1% - LG.