მიხეილ სააკაშვილი ლოს-ანჯელესში იმყოფება, სადაც სადაც ქალაქის მერს ანტონიო ვილარაიგოსას შეხვდა.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების საკითხები განიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმჯელეს.
საუბარი საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოსაც შეეხო და ქვეყნის ხელსაყრელ საინვესტიციო პირობებზეც ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პრეზიდენტის საჯარო გამოსვლა რეიგანის ცენტრში და რამდენიმე შეხვედრა ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.