საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის წევრი, თუმცა ნატოსკენ მიმავალი გაზა ადვილი არ არის, _ აღნიშნული შინაარსის წერილი ჩიკაგოს სამიტის დასრულების შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა საკუთარ ,,ფესბუკის" გვერზე განათავსა.
რასმუსენი აცხადებს, რომ საქართველოსა და ნატოს განსაკუთრებული პარტნიორული ურთიერთობები გააჩნია და საქართველომ ალიანსში გასაწევრიანებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
,,ალიანსა და საქართველოს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობებს ის ფაქტიც ადასტურებს, რომ საქართველო ჩიკაგოს სამიტზე ნატოს არაწევრი ქვეყნებისთვის განკუთვნილი სამივე ფორმატის შეხვედრაზე იყო წარმოდგენილი. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მცდელობას კავკასიაში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებასა და რუსეთთან ნდობის აღდგენაში", _ აცხადებს ალიანსის გენერალური მდივანი.
მისივე განცხადებით, საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება, თუმცა ნატოსკენ მიმავალი გზა ადვილი არაა.
,,ბუქარესტის სამიტზე უკვე ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ჩიკაგოს სამიტი ამის კიდევ ერთი დადასტურება იყო. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასატარებელი, რადგან გზა ნატოსკენ ადვილი არ არის, მაგრამ აღსანიშნავია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, რასა ალიანსი უჭერდა მხარს და კვლავ აქტიურად დაუჭერს, _ აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი Aანდრეს ფოგ რასმუსენი ,,ფესბუკის" გვერზე.