"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიერ ,,თელასის" ყიდვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, _ აღნიშნულის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენს" მანანა კობახიძემ განუცხადა. მისი თქმით, ამის შესახებ თავადაც მედიის საშუალებით გაიგო.
,,ვერ გეტყვით ვერაფერს ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. Mმე პარტიის თავმჯდომარე ვარ და კერძო ბიზნესთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაცია არ გამაჩნია. ის, რაც გავრცელდა მეც მედიის საშუალებით გავიგე", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" კობახიძემ.
შეგახსენებთ, "ქრონიკა" 21 მაისი ნომერში სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ "ბიძინა ივანიშვილმა თავისი რუსული ბანკი კი არ გაყიდა, "თელასში" გადაცვალა და შემოდგომიდან თბილისში დენის ფასი 6 თეთრი იქნება, სოციალურად დაუცველთათვის კი 4 თეთრი".
21 მაისს კომენტარი გააკეთა კომპანია "ინტერ რაო ეესის"
პრესმდივანმა ნიკოლაი გორელოვმა. მან 'ჯი-ეიჩ*-ენთან" საუბარში უარყო ინფორმაცია, თითქოს
"თელასის" წილი ბიძინა ივანიშვილმა იყიდა
"მე შემიძლია გითხრათ მხოლოდ ერთი, რომ "ინტერ რაო ეესი"თელასის 75 %-ს
ფლობს, როგორც ადრე. არ ვადასტურებ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს
"თელასის" წილი ბიძინა ივანიშვილმა იყიდა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან"
საუბარში გორელოვმა.