,,ქართული ოცნების" პრეს-სპიკერი მაია ფანჯიკიძე ,,ჯი-ეიჩ- ენთან" აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების მიუხედავად კოალიცია ,,ქართული ოცნების" გეგმები და მიზნები არ შეიცვლება.
,,ბიძინა ივანიშვილი იქნება, თუ არ იქნება საარჩევნო სიაში ეს არ გადაწყვეტს ჩვენ საარჩევნო კამპანიას. ამ ბლოკს მაინც ერქმევა ბიძინა ივანიშვილის სახელი და ყველას ეცოდინება, რომ ეს ბლოკი არის ივანიშვილის პოლიტიკური ძალა. ამიტომ, მხარდაჭერა, რომელსაც ეს ბლოკი მიიღებს ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა იქნება", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე განცხადებით, ივანიშვილის გადაწყვეტილება პატრიოტულია.
,,ეს არის სახელმწიფოებრივი, პატრიოტული გადაწყვეტილება, რადგან ამის მიზეზი არის ის, რომ კონსტიტუციას არ შეიძლება ასე მოექცეს ადიამიანი, მითუმეტეს, ის ვინც ამ ქვეყანაზე პასუხს აგებს", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ: ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული წერილის თანახმად, ,,ქართული ოცნების ლიდერი, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს, თუ მას კანონით დაადგენილი წესით არ მიენიჭება საქართველოს მოქალაქეობა. ივანიშვილლი პრეზიიდენტს მოუწოდებს ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.