,,ჩიკაგოს სამიტის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი აშშ-ში გრძელდება. შეხვედრები უკვე ინაცვლებს ლოს-ანჯელესში. რეიგანის ცენტრში პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს ფართო აუდიტორიას, სადაც წარმოდგენილები იქნებიან პოლიტიკური, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, ასევე დიპლომატები და ექსპერტები", _ განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, აშშ-ში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება.
,,ასევე გაიმართება საქართვლოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი მიღება, სადაც მიწვეულები არიან მაღალი რანგის პოლიტიკოსები, ბიზნესის წარმომადგენელთა ფართო სპექტრი, საზოგადოების წარმომადგენლები ასე რომ, მიღება საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება", _ განცხადა მანანა მანჯგალაძემ.
პრეზიდენტის პრეს-სპიკერის ინფორმაციით, მიხელ სააკაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ლოს-ანჯელესის მერს შეხვდება.
,,ასევე საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს ლოს-ანჯელესის მერთან და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან".
მასალის გამოყენების პირობები