ბაღდადში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ოფიციალური თეირანისა და "ექვსეულის" (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, გერმანია, რუსეთი) შეხვედრა გაიმართება.
"ექვსეული" შეეცდება ირანის დარწმუნებას განმარტოს თავისი მოქმედებები ატომური ენერგეტიკის სფეროში.
მსოფლიო თანამეგობრობა ეჭვობს, რომ ირანის ქმედებები, შესაძლოა, მიმართული იყოს ატომური ბომბის შექნისკენ. თავის მხრივ თეირანი ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან ხასიათს ატარებს.
ბაღდადის მოლაპარაკებები ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ძალისხმევის ფონზე მიმდინარეობს. სააგენტო ცდილობს მიიღოს ირანისგან თანხმობა საერთაშორისო ინსპექტორების ბირთვულ ობიექტებზე დაშვებასთან დაკავშირებით.