თბილისში მიქელაძის ქუჩაზე ინცინდენტი მოხდა. დაჭრილია 68 წლის მამაკაცი. მოქალაქე დავით სუხიაშვილი მუცლის არეში ნოდარ უსუფოვმა დაჭრა.
მომხდარი ინცინდენტის მიზეზად სუხიაშვილის საქმიანობა სახელდება. იგი ბინების ყიდვა გაყიდვის ერთ-ერთ შპს-ს ხელმძღვანელობს. მან ნოდარ უსუფოვის ბინა გაყიდა და მას თანხა ბოლომდე არ აუნაზღაურა.
უსუფოვი შემთხვევის ადგილზე დარჩა და სამართალდამცავებს ჩაბარდა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიციონო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
დავით სუხიაშვილის მდგომარეობა მძიმეა და იგი ხელოვნული სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.