გერმანული Commerzbank-ის საქართველოში მოღვაწეობის მთავარი პრიორიტეტი ძირითადად ვაჭრობის ოპერაციების დაფინანსება იქნება. Commerzbank-ის სათაო ოფისის აღმასრულებელი საბჭოს წევრის, გაბრიელ მეთსის განმარტებით, Commerzbank-ი ქართული საბანკო ბაზრის ყველა მოთამაშესთან აქტიურად ითანამშრომლებს, რათა საბანკო სექტორმა საკუთარ კლიენტურას უფრო მრავალფეროვანი პროდუქტები შესთავაზონ.
გაბრიელ მეთსის თქმით, Commerzbank-ი საქართველოში აქტიურად დააფინანსებს ვაჭრობის ოპერაციებს და როგორც ბანკის წარმომადგენელი განმარტავს, Commerzbank-ის მიერ საქართველო შეირჩა იმიტომ, რომ ქვეყანაში საკმაოდ ლიბერალური და მზარი ეკონომიკაა და ბაზარზე მაღალი კონკურენციაა. როგორც Commerzbank-ის სათაო ოფისის აღმასრულებელი საბჭოს წევრი აცხადებს, Commerzbank-ი კვლავ გაგრძელებს ქართულ საბანკო სექტორზე დაკვირვებას, სკურპუოზულად შეისწავლის მას, გაითვალისწინებს არსებულ რისკებსაც და ამის შემდეგ გასცემს საკრედიტო რესურსს, რითაც ქვეყანაში ვაჭრობის ოპერაციებს კიდე უფრო წაახალისებს.
შეგახსენებთ, რომ Commerzbank-ი, რომელიც 50-მდე ქვეყანაში ოპერირებს ქართულ ბაზარზე გასულ წელს შემოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები