ე.წ. ქურდული სამყაროს "პატრიარქის", ზედმეტსახელად "სპილოს" დაკრძალვაზე "ავტორიტეტები" მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ჩავლენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ე.წ. ე.წ. ქურდული სამყაროს "პატრიარქი" ნოდარ გრიგოლია, ზედმეტსახელად "სპილო", მოსკოვში 90-იანი წლების დასაწყისიდან ცხოვრობდა. იგი რუსეთის დედაქალაქში 20 მაისს გარდაიცვალა. ე.წ. კანონიერი ქურდი 76 წლის იყო.
ნოდარ გრიგოლია წარმოშობით აფხაზეთიდან, სოფელ ვარჩედან იყო. პირველად იგი 20 წლის ასაკში ქურდობისთვის გაასამართლეს. მას მერე "სპილო" კიდევ ექვსჯერ გაასამართლეს, თუმცა მისი ციხის "სტაჟი" არცთუ ისე დიდი, მხოლოდ 12 წელი იყო.
ბოლოს იგი 1988 წელს განთავისუფლდა და მას შემდეგ მასზე სისხლის სამართლის საქმე აღარ აღძრულა.