ვანო ჩხარტიშვილმა ტელეკომპანია "მზის" დასაბრუნებლად სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. როგორც "ჯი-ეი-ენს" ჩხარტიშვილის პრესსამდივნოდან აცნობეს, ვანო ჩხარტიშვილმა ლონდონში საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია "მზერა" დააფუძნა და დაიწყო სამართლებრივი პროცედურები ქართული ტელეკომპანია "მზის" დასაბრუნებლად.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩხარტიშვილის პრესსმდივანი ხვალ, 23 მაისს, 15:00 - სასტუმრო „თბილისი მარიოტში," ბრიფინგს გამართავს და რომელიც მედიას და საზოგადოებას ვანო ჩხარტიშვილის განცხადებას გააცნობს.