მარკეტინგული კვლევების კომპანია "ეისითის" კვლევების მიხედვით, საქართველოს ურბანული მოსახლეობის დიდი ნაწილი (41%) თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე დიდ საფრთხედ ეპიდემიების გავრცელებას მიიჩნევს, რაც ზამთრის პერიოდში მთელს მსოფლიოსა და მათ შორის საქართველოში გავრცელებული ვირუსების ფონზე გასაკვირი არ უნდა იყოს.
"ეისითის" ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 29%-ის აზრით მსოფლიოს ყველაზე მეტად გლობალური დათბობა ემუქრება, ყოველი მეოთხე (25%) კი ტერორიზმზე და ომებზე აკეთებს აქცენტს.
"საინტერესოა, რომ საკმაოდ განსხვავებული დამოკიდებულება გომოვლინდა ომისა და ტერორიზმის საშიშროების მიმართ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში - ომსა და ტერორიზმზე, როგორც ყველაზე დიდ საფრთხეზე განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას დედაქალაქში მცხოვრები ასაკოვანი მამაკაცები; რეგიონების მოსახლეობას კი ყველაზე მეტად ეპიდემიები აღელვებს"- განმარტავენ კომპანიაში.
აღნიშნული გამოკითხვა, 2009 წლის დეკემბერში რეპრეზენტატული შერჩევის საფუძველზე ჩატარდა და მასში მონაწილეობა საქართველოს დიდი ქალაქების 1800 ზრდასრულმა მაცხოვრებელმა მიიღო. მონაცემების სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 2.4%-ს.