კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ ცნობილი ფოტოხელოვანის დიმიტრი ერმაკოვის ნამუშევრებს, რომლებიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული, მოძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა. რურუას №3/127 ბ რ ძ ა ნ ე ბ ულების თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი სსიპ - საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმში) დაცულ ექსპონატებს მიენიჭება, საუბარია 15 ფოტოზე.
"დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს, ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, დანართში მითითებულ ექსპონატთათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ მონაცემების ძეგლების სახელმწიფო რეესტრსა და სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა", - ნათქვამია მინისტრის ბრძანებულებაში.