რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ჯენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს, ფილიპ ლეფორს (ევროკავშირი) ანტი ტურუნენს (გაერო) და პადრიგ მერფის (ეუთო) შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"შეხვედრაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთს საზღვრებთან არსებული სიტუაცი მიმოიხილეს. აღინიშნა ისიც, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა ქართულ-აფხაზურ საზღვარზე უნდა აღდგეს", _ იუწყება რუსეთის საგარეო უწყება.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რუნდისთვის მოსამზადებელი საკითხები, რომელიც 7-8 ივნისს უნდა გაიმართოს.