საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ესტონეთში დასრულდა. მიხეილ სააკაშვილი ბოლო დღეს ესტონელ კოლეგას შეხვდა. საუბარი ორმხრივ და ევროკავშირთან თანამრომლობის ფარგლებში არსებულ პროექტებს შეეხო. მანამდე კი მიხეილ სააკაშვილმა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ლექცია წაიკითხა. მთავარი თემა აგვისტოს აგრესია და ომის შედეგები, საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა და ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები იყო.
მძიმე დღეებში გამოწვეული მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მიხეილ სააკავილმა ესტონეთის მთავრობას და მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.
"რუსეთი მოქმედება უქმნის სწორედ რეგიონში არსებულ სტაბილურობას საფრთხეს და არა საქართველოს რეაქცია ამ მოქმედებაზე. ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება იმისათვის, რომ შევახსნოთ მსოფლიოს, რომ აქ არსებობს ბოროტმოქმედი და მსხვერპლი.
რუსი ლიდერები დღემდე გეგმავენ ჩვენს განადგურებას და ჩვენი გამოცდილების აღმოფხვრას. მათ შესანიშნავად იციან, რომ საქართველოს მთავრობა მთელს რეგიონს მათთვის არასასიამოვნო გზავნილს უგზავნის. ამ გზავნილში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლება ცუდად მოიქცა, როდესაც სუვერენულ სახელმწიფოში შეიჭრა, მაგრამ აღმოჩნდა საკმაოდ სუსტი იმისათვის, რომ ამ სახელმწიფოს ხელისუფლება დაემხო და მისი არსებობისათვის დაესვა წერტილი.
ბევრ რეგიონში ეს გზავნილი კარგად ესმით და ვლადიმერ პუტინს არ შეუძლია ამის მოთბენა. ასე რომ ისინი კიდევ დაგეგმავენ და ეცდებიან რაღაცას, მაგრამ ახალი ომი რომ წამოიწყონ მათ ამისათვის ნაცრისფერი აღქმა სჭირდებათ. მათთვის აუცილებლობას წარმოადგენს სარკისებური დადანაშაულების პროცესში ჩვენი დისკრედიტაცია.
ჩვენ გვჭირდება თქვენი თანადგომა ამ სტრატეგიის დასაპირისპირებლად იმიტომ, რომ თქვენ შეგიძლიათ ნათელი მოჰფიბოთ ჩვენს სიტუაციას. სიმართლე უთხრათ ყველას ჩვენს ტკივილზე და ჩვენს მართლიან მიზეზებზე. ფაქტები რომლებიც თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს უფრო მტკიცედ და უკეთ დაგვიცავს ვიდრე ტანკები და ტყვიები.
ბოროტმოქმედები ღამით მუშაობენ, როდესაც ყველა შავი კატა სიბნელეს ერწყმის. მეგობრებო, გთხოვთ, დაგვეხმაროთ მსოფლიოსთვის სიმართლის მიწოდებაში, რათა თავიდან ავიცილოთ კიდევ ერთი კოშმარი, რომელი შეილება მოხდეს. არ მივცეთ ნება სიბნელეს კვლავ წყვდიადში მოქციოს საქართველო",_ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ესტონეთში სიტყვით გამოსვლისას.