პარლამენტმა მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები 108 ხმით დაამტკიცა. 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილებების მიხედვით, შემოსავლები - 7 053 628. 4 ათასი ლარი იქნება, ხარჯები -6, 782 157. 5 ათასი ლარი, ხოლო შემოსულობები - 8, 242 00. 1 ათასი ლარი.
ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტით, პარლამენტის დაფინანსება 40, 127. 7 ათასიდან - 39, 127.7 ათას ლარამდე მცირდება, საერთო სასამართლოების დაფინანსება 34 მლნ 900 ათასი ლარიდან - 36 მლნ 500 ათას ლარამდე იზრდება, ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება - 123, 212. 7 ათას ლარამდე იზრდება, ხოლო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება 3 მლნ ლარით იზრდება.
პროექტის მიხედვით, საპენსიო უზრუნველყოფისთვის თანხები 1, 072, 391. 0 ათასი ლარიდან - 1, 065,391. 0 ათას ლარამდე მცირდება, ხოლო სოციალური დახმარებების ასიგნებები 273, 917. 0 ათასი ლარიდან - 272 , 417.6 ათას ლარამდე მცირდება, თუმცა, ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა168, 537. 0 ათასი ლარიდან - 174,037.0 ათას ლარამდე იზრდება.