ყოფილი ქართველი გენერლის რომან დუმბაძის მკვლელობა, სავარაუდოდ, აჭარულ დიაპორაში გავლენის სფეროების გადანაწილების შედეგად მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედის სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, წყარო განმარტავს, რომ შესაძლოა ყოფილი გენერალი მოსკოვში არსებულ აჭარულ დიაპორას შორის გავლენათა განადაწილების მსხვერპლი გახდა და დანაშაულს საფუძვლად ერთმანეთთან დაპირისპირებული ეთნიკური დამნაშავეობრივი ჯგუფების ბიზნესინტერესები უდევს, რომლებსაც ე.წ. კანონიერი ქურდები ტარო და დედ ჰასანი აკონტროლებენ.
"ამავე დროს, არ არის გამორიცხული ვერსია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების შურძიებას ეხება, რომლებიც უბრალოდ, იძულებულები იყვნენ დუმბაძე 2008 წელს გაეთავისუფლებინათ", _ აცხადებს წყარო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექს-მეთაური რომან დუმბაძე დღეს მოსკოვში მოკლეს. დუმბაძე თავისა და მუცლის არეში მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზე, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა.
ბოროტმოქმედები მოტოციკლით მოძრაობდნენ, ისინი დუმბაძეს მიუახლოვდნენ, რომელიც ამ დროს რუბლიოვსკოეს გზარკეცილის პირას მიდიოდა. "ბოროტმოქმედებმა მას რაღაც უთხრეს და ამის შემდეგ ორჯერ ესროლეს - თავისა და მუცლის მიმართულებით. დუმბაძე ადგილზე გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების მედიკოსებმა მხოლოდ მისი გარდაცვალების დადასტურება შეძლეს", _ წერს რუსული მედია. ბოროტმოქმედები მოტოციკლეტით მიიმალნენ.
მოგვიანებით, მოტოციკლეტი, რომლითაც ყოფილი ქართველი გენერლის რომან დუმბაძის მკვლელები მიიმალნენ რუსმა სამართალდამცავებმა ქუჩების კრატსკაიას და ოსტროვსკაიას გადაკვეთაზე დაგდებული იპოვეს. მკვლელობის მოწმე გოგო, რომელიც მკვლელობის უშუალო თვითმხილველი იყო აცხადებს, რომ ისინი ორნი იყვნენ და მათ ნიღბები ეკეთათ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს გოგო მკვლელობის უშუალო მოწმე იყო, მკვლელებმა მას არაფერი დაუშავეს. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელები დიდხანს უთვალთვალებდნენ მსხვერპლს. მოწმეთა განცხადებით, უშუალოდ მკვლელობამდე მცირე ხნით ადრე დუმბაძის გვერდით ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც განუწყვეტლივ საუბრობდა ტელეფონით, მომხდარის შემდეგ კი მიიმალა. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ის აძლევდა ქილერებს მითითებებს.
დუმბაძე ცნობილია იმით, რომ საქართველოსა და მისი ერთ ერთი რეგიონის აჭარის ხელისუფლების კონფლიქტის დროს მან უარი განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებების შესრულებაზე და ასლან აბაშიძის უშუალო დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.
ამის გამო იგი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა 2004 წელს დააპატიმრეს და სამშობლოს ღალატის მუხლით მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. დუმბაძე 2008 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს.
2010 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით გენერალ დუმბაძეს რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა.