გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის განსაჯაროება გამომძიებელსაც აეკრძალება. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შედის, რომელსაც პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს.
კანონპროექტის თანახმად, როგორც პროკურორი, ისე გამომძიებელი, ვალდებული იქნება უზრუნველყოს, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ გახდეს საჯარო. ამ მიზნით ისინი უფლებამოსილი იქნებიან, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე დაავალდებულონ, რომ მათი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები, და გააფრთხილოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.
მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული რეგულაცია, მხოლოდ პროკურორთან მიმართებაში მოქმედებდა.
კანონპროექტის ინიციატორები და ავტორები დეპუტატები კახა ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა და პავლე კუბლაშვილი არიან.