რუსეთში მოკლული ქართველის მამუკა კახიშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი დასკვნა გამოქვეყნდა. კახიშვილის ოჯახის ადვოკატმა სამედიცინო ექსპერტიზის ის დოკუმენტი გაახმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ კახიშვილის სიკვდილის მიზეზი გაგუდვა გახდა.
კახიშვილის ცხედარს უკვე ჩატარებული აქვს რამდენიმე ექსპერტიზა. Yყველა მათგანი ადასტურებს იმას, რომ 19 წლის მოზარდი ძალადობის შედეგად გარდაიცვალა,
შეგახსენებთ, 19 წლის Mმამუკა კახიშვილი შარშან ნოემბერში რუს სამართალდამცავებთან კამათის შემდეგ პოლიციის შენობაში გარდაიცვალა.