ხვალ, 23 მაისს, 11:00 საათზე, თიბისი ბანკის საიუბილეო კინოპროექტის „20/12" ფარგლებში, იაშვილის ქ.#20-ში. მეოთხე ფილმის „ერთ კაცს ვუყვარდი" გადაღება დაიწყება.
ფილმის რეჟისორია ანა ურუშაძე, სცენარისტი მარიამ პერტია. მონაწილეობენ: ია სუხიტაშვილი და თამრი ბზიავა.
ფილმი ორი მეგობარი გოგონას დიალოგზეა აგებული. ერთ-ერთი მათგანი მეგობარს წინა დღის უცნაურ თავგადასავალს უყვება... მოქმედება მაისში მიმდინარეობს... სცენარი ანა კორძაია-სამადაშვილის ნოველის მიხედვით შეიქმნა.
ფილმის გადაღება თიბისი ბანკის კინოპროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. გადაღების პროცესს ცნობილი ქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძე ხელმძღვანელობს.
12-მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელსაც ამ პროექტის ფარგლებში გამარჯვებული კინემატოგრაფისტები გადაიღებენ, წლის ბოლოს ერთ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმად შეიკვრება და მას მაყურებელი თიბისი ბანკის იუბილეზე, 17 დეკემბერს იხილავს.