დღეს 22 მაისს, სამართალდამცავებმა 239-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს 1981 წ.დ. გელა სიმონის ძე მურადაშვილი.
შსს-ის ინფორმაციით, პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების" ასპინძის შტაბის ხელმძღვანელი ტარიელ ივანიშვილი გელა მურადაშვილს ჰპირდებოდა, რომ პოლიტიკური დავალებების შესრულებების სანაცვლოდ, გარკვეული პერიოდის შემდგომ იგი გააწევრიანებდა და ოფიციალურ სამსახურს შესთავაზებდა პოლიტიკურ კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში'' სამუშაოდ. სადაც მურადაშვილს ექნებოდა სოლიდური ანაზღაურება, ასევე აღნიშნულ პერიოდში გ.მურადაშვილი მიცემული პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად ხარჯავდა პირად თანხებს.
გარკვეული პერიოდის შემდგომ ტ.ივანიშვილმა უარი განუცხადა გ. მურადაშვილს მასზე მიცემული პირობის შესრულებაში. რაზედაც მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა და ა/წ 22 მაისს გელა მურადაშვილი საქმის გასარკვევად მივიდა ტ.ივანიშვილთან ოფისში, ურთიერთშელაპარაკების დროს ბრალდებულმა გ. მურადაშვილმა ფიზიკური შეურაწყოფა მიაყენა ტ.ივანიშვილს.