თბილისში 18 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. ინციდენტი დიდუბეში, მუშთაიდის ბაღთან მოხდა. პოლიციამ უკვე დაადგინა ეჭვმიტანილის ვინაობა, ის 22 წლის დავით ფაილოძეა, პოლიცია ამ წუთებში ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენაზე მუშაობს.
მოტივი ურთიერთშელაპარაკება გახდა, მხარეები მანამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ.
ფაილოძემ დაზარალებულს ჭრილობა ფილტვში და ზურგის არეში დანით მიაყენა. დაჭრილი თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.