"საქართველოს ბანკის", ახალი თაობის საბანკო პროგრამის, მობილბანკის ჩამოტვირთვა, Apple-ის ოფიციალური პორტალიდან AppStore, iPhone და iPod touch-ებისთვის ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მობილბანკის დახმარებით შესაძლებელია საბანკო მომსახურება მიიღოთ იქ, სადაც დაგჭირდებათ და განახორციელოთ ყველა ძირითადი საბანკო ოპერაცია, რასაც ინტერნეტბანკის საშუალებით აკეთებთ.
"საქართველოს ბანკის", საბანკო პროგრამა, მობილბანკის ჩამოტვირთვა, ძალიან მარტივია. ამისთვის, საკმარისია iPhone და iPod-ით ეწვიოთ, ვებგვერდს www.mbank.ge, დააჭიროთ ბმულს „გადმოწერა", ეკრანზე გამოჩნდება AppStore-შო განთავსებული აპლიკაცია, მარჯვენა ზედაკუთხეში დააჭერთ ღილაკს INSTALL-ს და სულ რამდენიმე წამში თქვენს მობილურ ტელეფონში სრულფასოვანი მობილბანკი გექნებათ.
მობილბანკის ახალი პროგრამით სარგებლობა ძალიან მარტივია. ავტორიზაციისთვის მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს იგივე პაროლი და სახელი, რასაც ინტერნეტბანკში იყენებს. მობილბანკით შესაძლებელია, მომხმარებელმა მართოს საკუთარი ანგარიშები და ბარათები, აწარმოოს გადარიცხვები, გააგზავნოს გზავნილი „ელვა", გადაიხადოს კომუნალური და სხვა გადასახადები, მიიღოს ამონაწერი საკუთარ ანგარიშებზე შესრულებული ტრანზაქციების შესახებ, იპოვოს საქართველოს ბანკის უახლოესი ბანკომატი ან სერვისცენტრი, მარტივად დაუკავშირდეს ბანკის სატელეფონო ცენტრს, საჭიროების შემთხვევაში დაბლოკოს საკუთარი პლასტიკური ბარათი, შეცვალოს პაროლი, მომხმარებლის სახელი, ნახოს American Express-ის ბონუსპროგრამის ფარგლებში დაგროვილი MR ქულების ან CashBack-ის მოცულობა და სხვა. მობილბანკის მთავარ მენიუში, მომხმარებელს ასევე დახვდება ვალუტის კურსი და ვალუტის კალკულატორი, რომლის მეშვეობითაც ოპერატიულად შეძლებს გამოთვალოს სასურველი თანხის ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში.
"საქართველოს ბანკი" მომხმარებელს მობილბანკის მომსახურებას სთავაზობს 2008 წლის მაისიდან. საქართველოს ბანკის მობილბანკის პაკეტი აქამდე მოიცავდა PDA ბანკს, WAP ბანკს, Java ბანკსა და SMS ბანკს, რაც უზრუნველყოფდა მომსახურების მიღებას ნებისმიერი თაობისა და მოდელის მობილურით. დღეიდან, მობილბანკის პლატფორმების ჩამონათვალს შეემატა საქართველოს ბანკის უახლესი თაობის პროგრამა iPhone და iPod touch-ებისთვის. მალე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება მობილბანკი Android-ისთვის, BlackBerry-სთვის და iPad-ისთვის.