პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩიკაგოში ნატოს სამიტს დასრულებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სამიტი მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ ალიანსის გაფართოვების კონკრეტული მექანიზმები დასახელდა.
,,როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩიკაგოში დასრულდა ნატოს ორდღიანი სამიტი, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობდა. Uუნდა ითქვას, რომ სამიტი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ბუქარესტის სამიტის შემდეგ როგორც გახსოვთ, არ იყო დასახელებული ალიანსის გაფართოვების კონკრეტული მექანიზმები, ჩიკაგოს სამიტზე კი დასახელდა ის ამოცანები, რომელთა საშუალებითაც საქართველო შეეძლება გახდეს ალიანსის წევრი", _ განაცხადა ჟურნალისტებთან პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანგალაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მომავალი სამიტი ნატოს გაფართოვების სამიტი იქნება.
"ჩიკაგოს სამიტზე ითქვა ის, რომ მომავალი სამიტი იქნება ,,ნატოს" გაფართოვების სამიტი. საქართველო უნდა ითქვას, რომ ამ სამიტზე ძალიან საინტერესოდ იქნა წარმოდგენილი და ჩართული იყო იმ შეხვედრებში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა პირველად მონაწილეობდა", _ განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე განცხადებით, სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ეთმობა.
"დეკლარაცია, რომელიც სამიტზე იქნა მიღებული 65 დოკუმენტიდან 3 პუნქტი უშუალოდ საქართველოს ეხება. ხოლო კიდევ 2 პუნქტში რეგიონზეა საუბარი, სადაც ასევე საქართველო არის დასახელებული და მოხსენიებული", _ განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე მანჯგალაძემ, რომელმაც აღნისნა, რომ ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება.
"ეს არის პირველი დოკუმენტი სადაც ოფიციალურად ჩაიწერა, რომ საქართველო არის ნატოს ასპირანტი ქვეყანდა და ალიანსი ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება", _ განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.